Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | 4 ტყუპისა და მათი და-ძმის ამბავი ბათუმიდან - შინაურები გვეხუმრებიან - 6 სატანის ციფრია და მეშვიდე შვილზეც იფიქრეთო...
ambebi.ge
13 August 2017, 13:20
4 ტყუპის დაბადება იშვიათი მოვლენაა. ექიმების თქმით, ასეთი რამ დაახლოებით 700 ათას შემთხვევაში ერთხელ ხდება. რადგან ასეა, გამოდის, ბათუმში, დიმა კოღუაშვილისა და ნონა ვარშანიძის ოჯახი 700 ათასს შორის ის ერთი და გამორჩეულია, სადაც 4 ტყუპი იზრდება: 2 ბიჭი და 2 გოგო. ბავშვების დედა თავადაც ტყუპისცალია. ტყუპს - ანდრიას, დიმიტრის, ბარბარესა და მაიას უფროსი და - ნინი და უმცროსი ძმა - ალექსანდრე ჰყავთ. ექვსშვილიანი ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ბავშვები მათი ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

სადაც კი მიდიან ბავშვებთან ერთად, ყველგან თბილი, ღიმილიანი და სიკეთით სავსე მზერა დაჰყვებათ. ესენი ბავშვები კი არა, პოზიტივის მარცვლები არიან. მართალია, თითოეული ამტკიცებს, რომ უკვე "დიდია", მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდი ხნით მაინც ვერ გვითმობენ დედას, რომ ინტერვიუ ჩავწეროთ. ამიტომ, ჩვენი დიალოგი ასეთ რეჟიმში ჩაიწერა: კითხვა, პასუხი, თამაში; კითხვა, პასუხი, თამაში...

- პირველად დედობის ბედნიერება 23 წლის ასაკში შევიგრძენი. 4 ტყუპი მეორე მშობიარობის შემდეგ შემეძინა, მაშინ უკვე 36 წლისა ვიყავი. კარგად მახსოვს, ექიმთან ორსულობის დასადგენად რომ მივედი, მან ექოსკოპია გადამიღო და მითხრა: ორსულობა კი არა, ერთდროულად, 4 კვერცხუჯრედია განაყოფიერებული, 4 ტყუპი გეყოლებათო. დავიბენი. ორი მესმის, მეც ხომ ტყუპისცალი ვარ, მაგრამ ოთხი? - ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. შინ რომ მოვედი და ეს ამბავი მეუღლეს ვაცნობე, გადაირია - გაიღიმა და დარჩა გაღიმებული. იმავე საღამოს სასეირნოდ გამოვედით, ქუჩას მოვუყვებოდით ჩვენ-ჩვენს ფიქრებში ჩაკარგულები. მშობლებს რომ ვუთხარით ეს სიახლე, ეგონათ, ვეხუმრებოდით, დაჯერება უჭირდათ...

- რთული ორსულობა გქონდა?
- ორსულობისას ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მამყოფებდნენ. დამჯერი და არაპრეტენზიული ორსული გახლდით. რაც მთავარია, სულ დადებითად ვიყავი განწყობილი. წონაშიც, პირადად მე, თითქმის არ მომიმატია, მაგრამ იმხელა გავხდი, რომ ვიჯექი, მუხლებში მედო მუცელი. მიუხედავად ამისა, ბოლო დღემდე ვმოძრაობდი, სამშობიაროშიც ჩემი ფეხით წავედი: Advertisement წინ მუცელი მიდიოდა და უკან მივყვებოდი მე (იღიმის). საკეისრო კვეთით ვიმშობიარე. ბიჭები უფრო დიდი წონისანი დაიბადნენ: ერთი 2, 200 კგ, მეორე 2 კგ, გოგონები 1,900 კილოები იყვნენ. სახელები ორს მე შევურჩიე, ორსაც - მეუღლემ. პირველ თვეში ბუნებრივ კვებაზე იყვნენ, მერე კომბინირებულზე გადავედით. არ იყვნენ ცუდი გასაზრდელები. სიძნელეს მხოლოდ ის წარმოადგენდა, რომ ოთხივეს ერთად უნდებოდათ ჭამაც, დაძინებაც... ჰოდა, მეხმარებიან ხან ჩემი ტყუპისცალი, ხან უფროსი გოგონა, მშობლები... მშობიარობიდან რამდენიმე თვეში ძიძებიც ავიყვანე. ყოფილა პერიოდი, 4 ძიძაც მყოლია. დასასვენებლად დამოუკიდებლად წასვლა რომ მოვინდომო, ვერ მოვახერხებ. ამიტომ დავდივართ ძიძებთან ერთად. ახლაც ბახმაროში ვისვენებთ, სამ ძიძასთან ერთად და უფროსი ქალიშვილიც მახლავს... განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი